ვიქტორ ორბანი - რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, თუ ყველაფერი კარგად წავა, ორი ქვეყნის ლიდერები, შესაძლოა, ორ კვირაში ბუდაპეშტში იყვნენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბუდაპეშტი დღეს ევროპაში ერთადერთი შესაფერისი ადგილია რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სამშვიდობო სამიტისთვის.

„ბუდაპეშტი არსებითად ერთადერთი ადგილია ევროპაში დღეს, სადაც ასეთი შეხვედრის ჩატარებაა შესაძლებელი. ევროპის პოლიტიკურ რუკაზე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად და ღიად დგას მშვიდობის მხარეს“, - აღნიშნა ორბანმა Kossuth Radio-სთან საუბარში.

მისი ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა და დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს.

„პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის პროდუქტიული დიალოგის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ერთი კვირის განმავლობაში იგეგმება, რაც პოტენციურად გზას გაუხსნის ორი ლიდერის ბუდაპეშტში შეხვედრას. პრეზიდენტმა გუშინ მითხრა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღის წესრიგშია. თუ ყველაფერი კარგად წავა, ისინი, შესაძლოა, ორ კვირაში ბუდაპეშტში იყვნენ“, - განაცხადა მან.

მისი ინფორმაციით, საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ ომი ცუდი რამ არის, მაგრამ ეს არ არის დიპლომატიური არხების დახურვის მიზეზი. დიპლომატიის გარეშე მშვიდობა არასდროს იქნება. ევროკავშირი მშვიდობის პროცესისგან განზე არ უნდა გადგეს. ამერიკის პრეზიდენტის მსგავსად, ჩვენ უნდა ვესაუბროთ რუსებს“, - აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. მისი ინფორმაციით, შეხვედრა უნგრეთში გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი