ადვოკატი - გიორგი ტალახაძე ახალციხეში, საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, ის ყოფილი პოლიციელია - რასთან დაკავშირებით არის დაკავებული, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქმე 4 ოქტომბერს ეხება

გიორგი ტალახაძე ყოფილი პოლიციელია - რასთან დაკავშირებით არის დაკავებული, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, იგი დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ დღეს დაკავებული აქტივისტის, გიორგი ტალახაძის ადვოკატმა ნათია ჩაჩანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ტალახაძე დღეს, ახალციხეში გამთენიისას დააკავეს.

„გიორგი ტალახაძე გადმოყვანილია ახალციხიდან, ჯერ ზაჰესში, ახლა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადმოიყვანეს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ყოფილი პოლიციელია. რასთან დაკავშირებით არის დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, საქმის მასალებს არ გავცნობივარ, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით იგი დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით. ის დაკავებულია ახალციხეში, მის საცხოვრებელ ბინაში, გამთენიისას, დილის 6 საათზე. 30 პოლიციელი დაადგა თავზე და თბილისში წამოიყვანეს.

დეტალურ ინფორმაციას გიორგი მომაწვდის, როდესაც მას შევხვდები“, - განაცხადა ნათია ჩაჩანიძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს