ბორის ყურუა - განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით მოხდა მიხეილ თოლორაიას დაკავება, იარაღებით, სპეცრაზმით შეუვარდნენ - სახლში ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის თვალწინაც მოხდა სახლიდან თოლორაიას გაკოჭილი გაყვანა

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ მიხეილ თოლორაიას ადვოკატის, ბორის ჩელე ყურუას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცრაზმმა სახლში, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით დააკავა.

თოლორაია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული. ბრალი ამ დროისთვის, არც მისთვისაა წარდგენილი.

„თავის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით მოხდა მისი დაკავება, იარაღებით, სპეცრაზმით შეუვარდნენ ადამიანს, რომელიც არსად იმალებოდა, არსად გარბოდა, სახლში ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის თვალწინაც მოხდა თოლორაიას გაკოჭილი სახლიდან გაყვანა. მას არ აქვს მოლოდინი, რომ ამ სასამართლოში სამართალს იპოვის, მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე არაფერს გაითვალისწინებს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს. ბრალის წარდგენა ოფიციალურად არ მომხდარა, სავარაუდოდ, მას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

მიხეილ თოლორაია პატიოსანი, მშრომელი ადამიანია, რომელიც კანონთან კონფლიქტში არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ყურუამ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება