ადვოკატი - სიმონ მახარაძეს, როგორც თვითონ ამბობს, პოლიციელზე ძალადობას ედავებიან - აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარეთ იმყოფებოდა, თუმცა არათუ ძალადობას, შეხლა-შემოხლის ფაქტსაც არ ადასტურებს

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 22 წლის სიმონ მახარაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. აღნიშნულის შესახებ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა, ბიჭიკო ლაშხიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მახარაძეს მშობლები არ ჰყავს, ის ოზურგეთში ნათესავების სახლში ცხოვრობს, დაკავების მომენტში კი, სახლში არასრულწლოვანები იმყოფებოდნენ, რომელთაც სპეცრაზმის თანამშრომლებმა იარაღი დაადეს.

„თავს მხნედ გრძნობს. როგორც თავად განაცხადა, არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, დაკავების მომენტში, როცა ის სახლში, ოზურგეთში იმყოფებოდა, სპეცრაზმმა ჩაატარა სპეცოპერაცია, ავტომატები დაადეს მასაც და მის ახლობელ ბავშვებსაც, ერთი 10 წლის იყო, მეორე - 12-ის. როგორც თვითონ მომიყვა, პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. ის ნამდვილად აცხადებს, რომ ადგილზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარეთ იმყოფებოდა, ის არათუ ძალადობას, შეხლა-შემოხლის ფაქტსაც არ ადასტურებს. გასათვალისწინებელია, რომ საქმე გვაქვს 22 წლის ახალგაზრდასთან, რომელიც ობოლია, არც დედა ჰყავს და არც მამა. ოზურგეთში, ახლობლების სახლში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობითაა დაკავებული“,- აცხადებს ლაშხია.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს