ჯეი დი ვენსი - რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებისთვის ჯერ მზად არ არიან

რუსეთ-უკრაინის ომი თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად მძვინვარებს, რადგან არცერთი მხარე არ არის მზად სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ენერგიული დიპლომატიური მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ უნდა არსებობდეს ორი მხარე, რომლებიც მზად არიან შეთანხმების მისაღწევად.

ვენსის თქმით, შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპამდე მისასვლელად „ბევრად მეტი შრომა“ იქნება საჭირო.

„ვფიქრობ, მოლოდინების ფუნდამენტური შეუსაბამობაა, სადაც რუსები, როგორც წესი, ფიქრობენ, რომ ბრძოლის ველზე უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე სინამდვილეში არიან და ამან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეთანხმების მიღწევა გაართულა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი შეინიშნება“, - აღნიშნა ვენსმა.

რაც შეეხება ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებას, ვენსის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ტარიფები რუსეთის ქცევაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით სანქციებზე უფრო ეფექტურია.

„უნდა განასხვავოთ სანქციები ტარიფებისგან. ტარიფები საკმაოდ ეფექტური იყო, როგორც რუსებთან მოლაპარაკების ინსტრუმენტი“, - განაცხადა ვენსმა.

მისი თქმით, ტრამპი ინდოეთთან და ჩინეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული ნავთობის შესყიდვების შესამცირებლად და მოსკოვის ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლების შესამცირებლად.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ზოგჯერ მოთმინებას კარგავს ყველა ჩართული მხარის მიმართ.

„მაგრამ სანამ ის ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შეთანხმების მიღწევას შეძლებს. მჯერა, რომ ის ამას მიაღწევს. საქმე მხოლოდ იმაშია, თუ რამდენი ხანი დასჭირდება ამას“, - აღნიშნა ვენსმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია