ანიტა ჰიპერი - „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართავს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული

„ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართვას, რომლებიც აშკარად რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და, რა თქმა უნდა, ის, რაც იქ ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აკვირდება თუ არა ევროკომისია სიტუაციას საქართველოში.

„სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციებზე, ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ხელისუფლებისკენ ფული არ მიდიოდეს და ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც მშვიდობიანად მოქმედებს უკეთესი მომავლისთვის და არ თმობს იმედებსა და ღირებულებებს, რასაც ევროპა განასახიერებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება