წინანდლის მამულის ღვინოების დებიუტი ნიუ-იორკში

ამერიკაში, ნიუ-იორკის რესტორან AVRA Madison-ში გამართულ ვახშამზე "წინანდლის მამულის" ღვინოების ოფიციალური დებიუტი შედგა.

ღონისძიებას მასპინძლობდნენ კომპანია "წინანდლის მამული", ექსკლუზიური ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაციის პლატფორმა Haute Wine Society და ჟურნალი Haute Living. ვახშამს ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანები და ამერიკელი ღვინის კოლექციონერები, მათ შორის ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი, ცნობილი შეფ-მზარეული ტოდ ინგლიში, ჟურნალ Time-ის რედაქტორი მოლი ბოლი, Fox Business-ის თანაწამყვანი შერილ კასონი, ცნობილი ამერიკელი მევიოლინეები ჯოშუა ბელი და ფილიპ ქუინთი, წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი და მრავალი სხვა. წინანდლის ღვინოების გარდა, ვახშამი გამოირჩეოდა ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობით და ტრადიციული ქართული სადღეგრძელოებით.

"წინანდლის მამულის" თანადამფუძნებლებმა გიორგი რამიშვილმა და ერკინ ტატიშევმა, ისევე, როგორც კომპანიის სხვა წარმომადგენლებმა, ისაუბრეს მამულის უნიკალურ ისტორიაზე, გამორჩეულ ღვინოებზე და ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებზე. „ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ წინანდლის ღვინოების ოფიციალური ჩამოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ღვინოები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში. მადლობელი ვართ, რომ გვესტუმრა ნიუ-იორკის მერი ბატონი ერიკ ადამსი და სხვა არაჩვეულებრივი ადამიანები. წარმოუდგენელია უკეთესი გარემო და უკეთესი სტუმრები ჩვენი ღვინოების ნიუ-იორკში წარსადგენად“, - აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

"წინანდლის მამულის" ღვინოების გაყიდვის დაწყება მიმდინარე წლის დეკემბრიდან ყველაზე პრესტიჟულ ღვინის მაღაზიებსა და ნიუ-იორკის ყველაზე რეიტინგულ რესტორნებში იგეგმება.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება