"გოჯუ რიუს" აკადემიის მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარედ, დასრულებულია

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო-ს ფედერაცია განეკუთვნება იმ ორგანიზაციათა რიგს, რომელსაც აქვს წარმატებები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო მრავალგზის ჩემპიონები.

გვსურს გაცნობოთ, რომ ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა გოჯუ-რიუს აკადემია. აკადემიის სოციალური პროექტი მოემსახურება საქართველოში ტრადიციული იაპონური საბრძოლო ხელოვნების, კულტურისა და ფილოსოფიის გავრცელებას. იაპონური მემკვიდრეობის არსის გაცნობით, გოჯუ-რიუს აკადემია ხელს შეუწყობს იაპონური ტრადიციების ღრმა გაგებასა და ადგილობრივ საზოგადოებაში შერწყმას. აკადემია შესთავაზებს საგანმანათლებლო გაკვეთილებს როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს.

2025 წლის 17 ოქტომბერი, გოჯუ-რიუს აკადემიის ოფიციალური გახსნის დღეა. გახსნისთვის მოწვეულები არიან, საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის მსოფლიო შეფ ინსტრუქტორი სენსეი ნაკამურა ტეცუჯი (მე-8 დანი), იაპონიის შეფ-ინსტურქტორი სენსეი იამაშირო კაცუია (მე-8 დანი) და ინდოეთის შეფ-ინსტრუქტორი სენსეი პერვეზ მისტრი (მე-9 დანი), რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით გოჯუ-რიუს განვითარებასა და გაძლიერებაში მსოფლიოს მასშტაბით. საპატიო სტუმრობის გარდა, სენსეები აგრეთვე ჩაატარებენ 2 დღიან სავარჯიშო სემინარებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 300-მდე ადამიანი.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება