ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ს Tomahawk-ები და სხვა რაკეტები აქვს, ძალიან ძლიერი რაკეტები, მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენი ათასობით დრონი ჰქონდეთ

აშშ-ს Tomahawk-ები და სხვა რაკეტები აქვს, ძალიან ძლიერი რაკეტები, მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენი ათასობით დრონი ჰქონდეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ამ ომის დასრულება გვსურს, მაგრამ ეს სხვანაირი ომია, ტექნოლოგიური ომია. მხოლოდ Tomahawk [რაკეტებს] არ იყენებ, თუ სამხედრო მიზნის დაბომბვა გსურს, ათასობით დრონი გჭირდება, რომლებიც ერთად მიფრინავენ მსგავს რაკეტებთან. უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების ათასობით მსგავსი დრონი, მაგრამ Tomahawk-ები არ გვაქვს.

ამიტომ გვჭირდება Tomahawk-ები. მაგრამ აშშ-ის ძალიან ძლიერი წარმოება აქვს, და აშშ-ს Tomahawk-ები და სხვა რაკეტები აქვს, ძალიან ძლიერი რაკეტები. მაგრამ მათ შეუძლიათ ჩვენი ათასობით დრონი ჰქონდეთ. ამიტომ ერთად მუშაობა შეგვიძლია, შეგვიძლია ამერიკული წარმოების გაძლიერება.

ეს მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებაა, მხოლოდ სამხედრო მიზნების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესებულია თუ არა უკრაინული დრონებით, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „კი, ვართ. ბევრი დრონი გვაქვს, ჩვენს დრონებს ვაწარმოებთ, მაგრამ ასევე სხვებისგან ვყიდულობთ დრონებს და ისინი ძალიან კარგ დრონებს აკეთებენ“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს