ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 არასრულწლოვანი თბილისში დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2009 წელს დაბადებული ქ.ა., 2008 წელს დაბადებული ლ.ზ., 2007 წელს დაბადებული მ.მ., 2008 წელს დაბადებული ლ.ქ. და 2008 წელს დაბადებული ლ.წ.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანები ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს.

ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ბრალდებულები ავტომობილის სალონში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ყაჩაღური თავდასხმისას დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს