ადვოკატი - ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს - ბრალდება უსაფუძვლო და უკანონოა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შაიშმელაშვილის ადვოკატმა, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდება, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსანს წარუდგინეს, ყოვლად უსაფუძვლოა.

„ირაკლის გუშინ საღამოსვე გავაცანი მისი ბრალი

, ის რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს და ასაღიარებელიც არაფერია. რა ბრალიც მას აქვს წარდგენილი, სრულიად უსაფუძვლო და უკანონოა. საქმეზე წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მისი ბრალი. რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელსაც მას პროკურატურა ედავება, ეს სრულიად კონსტიტუციური უფლების ფარგლებში გაკეთებული განცხადებებია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება