GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა

კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის, ლანჩხუთის ვაჟა თოდუას სახელობის N 3 საჯარო სკოლის, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლისა და ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დეტალურად მიმოიხილეს, თუ რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იქნას გათვალისწინებული ადგილზე და ონლაინ ვაჭრობისას, როგორ დაიცვან მომხმარებლებმა საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში, ვის უნდა მიმართონ. ასევე, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, იმსჯელეს კონკურენციის საკითხებზე.

„სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ საკითხებზე GCCA-ის წარმომადგენლებისგან დეტალური პასუხები მიიღეს.საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები, სამომხმარებლო უფლებების დაცვაზე ინფორმირებულობის მიზნით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო