ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა.

ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში არ იმყოფება, ის სასამართლო პროცესს არც დისტანციურად დასწრებია.

დღევანდელ სხდომაზე შაიშმელაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა.

პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის განმარტებით, ირაკლი შაიშმელაშვილმა საჯარო მოწოდებები გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლების დისკრედიტაციას და სამართალდამცავების დემორალიზაციას ცდილობდა. ის მათ მოუწოდებდა სამსახურებრივი მოვალეობა არ შეესრულებინათ და ძალადობრივი ქმედებები არ აღეკვეთათ.

პროკურორის თქმით, შაიშმელაშვილის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატ ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, შაიშმელაშვილი უდანაშაულოა, თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად, მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა გამოყენებულიყო.

მეზვრიშვილის თქმით, ირაკლი შაიშმელაშვილს საკმარისი დრო არ ჰქონდა იმისთვის, რომ თავი დაეცვა. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის მიმართ "სამართლიანი განხილვის უფლებაა დარღვეული", რაც გულისხმობს იმას, რომ ამერიკაში მყოფ შაიშმელაშვილს 24 საათიც არ ჰქონდა, საკუთარ ბრალდებას გასცნობოდა და მომზადებულიყო, მან ბრალდების შესახებ ტელევიზიის მეშვეობით გაიგო.

ადვოკატის თქმით, შაიშმელაშვილის განცხადებები დანაშაულებრივ ნიშნებს არ შეიცავს და მას ძალადობისკენ მოწოდება არ განუხორციელებია.

მეზვრიშვილია თქმით, გასათვალისწინებელია შაიშმელაშვილის პიროვნებაც, "ის 21 განმავლობაში ემსახურა საქართველოს, 16 წელი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, დანარჩენი კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში“.

პროკურორმა დაცვის მხარის პოზიციას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატს საქმის მასალები გუშინვე გადაეცა და აქამდე არსებული დრო მოსამზადებლად საკმარისი იყო. ირაკლი შაიშმელაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება