დიმიტრი სამხარაძე - თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

ისეთი „პოსტები“ ვნახე, ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და ვიღაცები ამართლებდნენ - თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს, კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება! - არავის გავუტარებ რამე ისეთს, რაც ბატონი ბიძინას დაწყებულ საქმეს ავნებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

სამხარაძის თქმით, „ძალიან ჰგავს ზოგიერთების მხრიდან სოცქსელებში ახლანდელი აქტიურობა ახალი ბოლის გაშვებას”.

„ისეთი პოსტები ვნახე, ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და მერე ვიღაცები ამართლებდნენ არ უღალატია, ბატონ ბიძინასგან შეთანხმებით შექმნა პარტიაო! რეალურად, ასეთი ხალხი მაზაკვალთან გადაბარგებას "აპრავებდა", იცოდნენ რომ გახარია მოღალატე იყო და მასთან ყოფნა ხომ უნდა შეენიღბათ! რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გახარიას ბოლი სიმართლე ეგონათ და მიხვდნენ თუ არა ტყუილს, გაემიჯნნენ. მაგრამ ისინი, ვინც გახარიას ბოლს ასქელებდნენ, მერეც მასთან დარჩნენ, როცა მაზაკვალმა ნაცური ტელევიზიების ეთერიდან ერისკაცის ლანძღვა დაიწყო(რაც პირადად მე არ გავუტარე) და მერეც, როცა ნაცურ მიტინგებზეც დაფიქსირდნენ! ძალიან ჰგავს ზოგიერთების მხრიდან სოცქსელებში ახლანდელი აქტიურობა ახალი ბოლის გაშვებას! თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს, კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

ჩემს თავზეც გეტყვით, არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ ოცნებაში. მოვედი მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო! ის გზა არის ჩემთვის პრიორიტეტი, რომელიც ერისკაცმა დაიწყო! მისი სიტყვა არის ჩემთვის პირველი და მნიშვნელოვანი. არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბატონი ბიძინას დაწყებულ საქმეს ავნებს, ხელს შეგვიშლის ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში! 2011 წლიდან ვარ საზოგადოებრივი მოძრაობის, ქართული ოცნების წევრი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რითაც ძალიან ვამაყობ და ზუსტად ვიცი, ვინ რას აკეთებდა, აკეთებს და რას ნიშნავს ბატონი ბიძინას ერთგულება

! სხვათა შორის, 2011-2012 წლებში გავიცანი ირაკლი კობახიძეც, რომელსაც არა მარტო პარტიის ცენტრალურ ოფისში, არამედ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონშიც რამდენჯერმე შევხვდი, სადაც მისი ოჯახი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში”,- წერს სამხარაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო