ვიქტორ ორბანი - დღეს, უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები მშვიდობას მოიტანს - ბრიუსელმა თავი იზოლაციაში მოიქცია, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ

დღეს, უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები მშვიდობას მოიტანს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„რატომ ბუდაპეშტი? მსოფლიოში ბევრი კითხულობს, თუ რატომ შეირჩა უნგრეთი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილად. პასუხი მარტივია: ჩვენ ერთადერთი ვართ ევროპაში, ვინც ჯერ კიდევ მშვიდობის გზას გადის. ჩვენ წლების განმავლობაში მშვიდობის მხარეს მტკიცედ ვდგავართ. დღეს, უნგრეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები მშვიდობას მოიტანს - სადაც, ევროპული პერსპექტივების გათვალისწინება შეიძლება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყოს. ბრიუსელმა თავი იზოლაციაში მოიქცია, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა ბუდაპეშტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ადგილად, უპასუხა, რომ „უნგრეთი უსაფრთხო ქვეყანაა“.

„ჩვენ ვიქტორ ორბანი მოგვწონს. ის ლიდერია, რომელიც ჩვენ მოგვწონს. უნგრეთი უსაფრთხო ქვეყანაა. ის შესანიშნავად მართავს ქვეყენას. ვფიქრობ, ვიქტორ ორბანი კარგი მასპინძელი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნგრეთში შეხვდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი