სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ შემიძლია ვთქვა, როდის შევიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადს, შეიძლება შემდეგ თვეს ან შემდეგ წელს, მაგრამ ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა

არ შემიძლია ვთქვა, როდის შევიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადს, შეიძლება შემდეგ თვეს ან შემდეგ წელს, მაგრამ ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა,- ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა Deutsche Welle-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

“კანონი გვაქვს, რომელიც სომხეთის მთავრობას ასეთი პოლიტიკის გატარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას ავალდებულებს. არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, როდის შევიტანთ განაცხადს - შეიძლება შემდეგ თვეს ან შემდეგ წელს - ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა. და ვიდრე ოფიციალური განცხადის შეტანასა და ევროკავშირის პასუხს ველოდებით, უკვე დავიწყეთ ევროკავშირთან მუშაობა და მნიშვნელოვნად გავაღრმავეთ ორმხრივი ურთიერთობები.

CEPA შეთანხმება გვაქვს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ, და უკვე დავიწყეთ სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი. ჩემი აზრით, ეს პროცესი საკმაოდ წარმეტებულად მიმდიანარეობს. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ახალ დოკუმენტზე, და პარტნიორობის ახალ პროგრამაზე დავასრულეთ მუშაობა. მას უახლოესი სამი თვით განმავლობაში მოაწერენ ხელს.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ბევრი რამ ხდება და ამის აღნიშვნას საინტერესოა. ვხედავთ, რომ სომხეთის მოქალაქეები კიდევ უფრო შორს წასვლას მოითხოვენ ჩვენგან. და მათ მხრიდან გარკვეულ კრიტიკას ვხედავთ შესაძლო შეფერხებებისა და ხანგრძილი პროცედურების, შიდა პრცედურების თაობაზე”, - განაცხადა მირზოიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის თაობაზე შეთანხმება, მირზოიანმა უპასუხა: “ერთიდან ორ წლამდე, საკმაოდ რეალისტური ვადაა”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს