აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს - ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფ ზოგიერთ მოქალაქეს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს.

მათ შორის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, სამართალდამცველებმა ერთი მამაკაცი პირბადის, კიდევ ერთი პირი კი ჩაფხუტის ტარების გამო გააჩერეს და მისი მოხსნა მოსთხოვეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მათ პოლიციამ სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.

აღნიშნულს მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გახსნილია. აქციის მონაწილეები ტროტუარებზე რჩებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს