მედია - მიუნხენის აეროპორტი დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო დროებით დაიხურა

გერმანიის მიუნხენის აეროპორტი დრონების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო დროებით დაიხურა, - ინფორმაციას Associated Press-ი ფედერალურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფედერალური პოლიციის ცნობით, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტი შაბათს ღამით დაიხურა და მოგვიანებით გაიხსნა. დღეს დილიდან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

ფედერალური პოლიციისა და აეროპორტის ცნობით, რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა და აეროპორტის თანამშრომლებმა, დრონების სავარაუდო დაფიქსირების შესახებ განაცხადა.

აეროპორტის ცნობით, ფრენებსა და მგზავრებზე გავლენა უმნიშვნელო იყო. სამი რეისი გადამისამართდა - რომელთაგან ორი მოგვიანებით მიუნხენში დაეშვა - და ერთის გამგზავრება გაუქმდა.

ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე დრონები ან საეჭვო ადამიანები ვერ აღმოაჩინეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს