პოლიციამ, სავარაუდოდ, ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სამართალდამცავებმა ის, სავარაუდოდ, დააკავეს.

ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცავებს განუმარტავს, რომ ის დედამისის სასაფლაოზე შვილთან ერთად მიდიოდა.

„შვილთან ერთად მივდიოდი დედაჩემის სასაფლაოზე, ჩანთაში მიდევს ყველაფერი და ხვალ ჩემი ფეხით მოვდივარ, პრობლემა არ მაქვს. ვიცი რაზეც მაწუხებთ - სავარაუდოდ, რუსთაველის გადაკეტვაზე. ოქმსაც ჩავიბარებ და ხვალ ჩემი ფეხით მოვდივარ. თუ მიმიშვებთ საფლავამდე ხომ კარგი, თუ არადა მაინც უღმერთოები და დიქტატურის მსახურები ხართ, რაზე გელაპარაკოთ. თუ დაკავებას აპირებთ, ადვოკატს უნდა დავურეკო“, - მიმართა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჩხარტიშვილმა.

ამის შემდეგ ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაჯდომისკენ მოუწოდა.

„ძირს ივანიშვილის დიქტატურა, ძირს მისი მონა-ჯალათები“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა საპატრულო პოლიციის მანქანიდან.

მანამდე, სოციალურ ქსელში, ასევე გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე მოქალაქის დაკავების და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის თაობაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ერთ-ერთი სავარაუდო დაკავებულის, ნინო სვანიძის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სავარაუდო დაკავება საპროტესტო აქციას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს