საქალაქო სასამართლოში აქტივისტ ნინო სვანიძის პროცესი მიმდინარეობს - ადვოკატის ინფორმაციით, მას გზის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტ ნინო სვანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

ადვოკატის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-11 მუხლისა და მე-11 მუხლის პრიმა ნაწილის დარღვევას ედავება, რომელიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.

ცნობისთვის, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით, დილიდან რამდენიმე პირი დააკავა, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები, ლარა ნაჭყებია და ნინო სვანიძე. სოციალურ ქსელში ვრცელდება კიდევ რამდენიმე პირის დაკავების ან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შესახებ ცნობები, მათ შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ, 16 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება. კერძოდ, ამ მიმართულებით ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელდა.

ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია - ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება