სასამართლომ აქტივისტი თორნიკე თხილავა გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ დაკავებული აქტივისტი თორნიკე თხილავა სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.

აქტივისტი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით, დილიდან რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია და “ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია ან განყოფილებაშია გადაყვანილი სულ მცირე 10 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს