პოლიციამ მომიტინგეებს, რომელთაც რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან

აქციის მონაწილეებს, რომელთაც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს, პოლიციამ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ გადახვიდეთ გზის სავალი ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - მიმართა პოლიციამ მომიტინგეებს.

აღნიშნულ მოწოდებას მოქალაქეები სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაკეტილია, მოქალაქეები ტერიტორიაზე რჩებიან.

შეგახსენებთ, ამოქმედდა კანონი, რომლის საფუძველზეც, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო გამკაცრდა. ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

სწორედ აღნიშნული კანონმდებლის საფუძველზე პოლიციამ დღეს 14 პირი დააკავა, რომელთა შორის არის ჟურნალისტი ვახო სანაია. დაკავებულებს შსს 18 ოქტომბრის აქციაზე ტრანსპორტის სავალი ნაწილის "ხელოვნურად გადაკეტვას" და სახის შენიღბვას ედავება. კერძოდ, შსს-ს თანახმად, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. უწყების ცნობით, ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს.

დაკავებული ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა სასამართლომ უკვე შეუფარდა, ნაწილი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ნაწილის პროცესები კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი