ვახო სანაია სასამართლოს - არანაირი ხელოვნური გადაკეტვა რუსთაველზე არ ყოფილა, ამაზე ბუნებრივი არსად, არაფერი ხდება - ვინც იქ არის, გამოხატავს პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ

ეს არ არის ხელოვნური გადაკეტვა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც რუსთაველზე ხდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანმა, ვახო სანაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მის პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა ყოველდღე უნდა გადაიკეტოს.

„რაც ვიდეო კადრებში არის, ეს ასეა, მაგრამ არანაირი ხელოვნური გადაკეტვა იქ [რუსთაველზე] არ ყოფილა, ამაზე ბუნებრივი არსად, არაფერი ხდება. სიტყვა ხელოვნური არის უადგილო, ყველა, ვინც იქ არის, გამოხატავს პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ.

ის რაც მათთვის ხელოვნურია, ეს ჩვენთვის ხელოვნური არ არის. უკანონო კანონებით არიან წარმოდგენილები.

ეს არ არის ხელოვნური გადაკეტვა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც რუსთაველზე ხდება“,- განაცხადა ვახო სანაიამ.

მისი თქმთ, პროტესტს გააგრძელებს.

„როგორც აქამდე გამოვხატავდი პროტესტს, გარეთ რომ გამოვალ, მერეც გამოვხატავ პროტესტს. მაინც ამოვთხრით“, - განაცხადა სანაიამ და მოსამართლეს მოუწოდა, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანის, ვახო სანაიას ადმინისტრაციული პროცესი მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახო სანაიას 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს