„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები ვებ-გვერდზე აგვისტოს შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულ ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციები ვებ-გვერდზე აგვისტოს შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დეკლარაციების საჯაროობა კანონის მოთხოვნაა, რასაც რაჟდენ კუპრაშვილის უწყება უკვე მეორედ არღვევს.

„ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს ისევ მალავს. დეკლარაციები უკვე მეორე თვეა, აგვისტოს შემდეგ აღარ ქვეყნდება.

დეკლარაციების საჯაროობა კანონის მოთხოვნაა, რასაც რაჟდენ კუპრაშვილის უწყება უკვე მეორედ არღვევს. პირველ შემთხვევაში დეკლარაციები 6 თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ივნისამდე იყო დახურული ე.წ. „ტექნიკური ხარვეზის“ გამო.

დეკლარაციების დამალვა ვერ აიხსნება ვერც შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით, რომლის თანახმადაც, 2024 წლის სექტემბრიდან ჩაბარებული დეკლარაციების გასაჯაროება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 2 თვით გადავადდა.

ამ ცვლილების ამოქმედების გამო მართლაც იყო წყვეტა დეკლარაციების გამოქვეყნებაში 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, თუმცა ამის შემდეგ დეკლარაციები ყოველდღიურად ქვეყნდებოდა“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს