ჟან-ნოელ ბარო - გვსურს, პატივი ვცეთ ქართველი ხალხის მისწრაფებას, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე

გვექნება განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. გვსურს, რომ შესაძლებელი გავხადოთ ქართველი ხალხის მისწრაფების პატივისცემა, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„სწორედ ამ სულისკვეთებით ვმსჯელობთ, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ლუქსემბურგში იმართება, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს