20 ოქტომბერს, საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს

20 ოქტომბერს, საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სტატისტიკის მსოფლიო დღედ 20 ოქტომბერი 2010 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაწესდა.

ამ დღეს გაეროს სტატისტიკის სამსახური (UNSD), გაეროს რეგიონული ოფისები და გაეროს წევრი ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული სამსახურები სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

მათივე ცნობით, საქსტატი უამრავ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს, აგრძელებს საერთაშორისო მეთოდოლოგიების და სტანდარტების დანერგვას, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში და მონაწილეობას იღებს მაღალი დონის შეხვედრებში, რაც განაპირობებს მის უდავო წარმატებას, რითაც ღირსეულ ადგილს იკავებს ევროპის 20 ქვეყანას შორის.

„ოფიციალური სტატისტიკის ძლიერი მომავალი პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, ობიექტურობასა და საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული. ეს მიმართულებები ჩვენთვის კვლავაც მნიშვნელოვან პრიორიტეტებად რჩება. მსოფლიო სტატისტიკის დღეს განსაკუთრებული მადლიერება გვსურს გამოვხატოთ ყველა სტატისტიკოსის მიმართ, მათი მნიშვნელოვანი როლისთვის სანდო და დროული სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გავრცელებაში. სანდო მონაცემები ხომ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და ეფექტიანი პოლიტიკის შესამუშავებლად“, - აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!