„საქსტატი“ - იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5 151.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 151.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტით გაიზარდა და 2 348.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (509.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (211.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (197.1 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 276.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 189.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 167.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება