საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნით, პარლამენტის კომიტეტები და პოლიტიკური ჯგუფები თანამდებობის პირების ე.წ. დაბარებისა და მოსმენის რეგლამენტით მინიჭებულ შესაძლებლობას ისევ არ იყენებენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირების საკომიტეტო ფორმატში სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ 2025 წლის 1-ელი ივლისიდან 30-სექტემბრის პერიოდი შეისწავლა და ამ თემაზე რიგით მეოთხე დასკვნა წარადგინა.

დასკვნის თანახმად, პარლამენტის კომიტეტებს და პოლიტიკურ ჯგუფებს თანამდებობის პირების ე.წ. დაბარებისა და მოსმენის რეგლამენტით მინიჭებული შესაძლებლობა არც აღნიშნულ პერიოდში გამოუყენებიათ. ამავე დასკვნის მიხედვით, ასევე არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს კომიტეტებისთვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.

აღსანიშნავია, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტს ზუსტად ანალოგიური ინფორმაცია წარუდგინა 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 31 მარტის და 2025 წლის 1-ელი აპრილიდან 2025 წლის 30 ივნისის პერიოდების შესწავლის შედეგად.

“საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისგან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის 1-ელი ივლისიდან 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე არც ერთ შემთხვევაში ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება.

შესწავლილ პერიოდში, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-147 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მიუმართავს პარლამენტის კომიტეტებისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.

მოგეხსენებათ, აღნიშნული პერიოდი აქტიური წინასაარჩევნო პერიოდი იყო. ამ პერიოდში საპარლამენტო საქმიანობის ჭრილში არის მეტ-ნაკლებად პასიურობა. ამიტომაც ნაკლებად არ არის გასაკვირი, რომ თუკი ამ ეტაპისათვის აქტიურობა არ ყოფილა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციას ბიურო ცნობად მიიღებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი - მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს, სხდომაზე დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს და გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმადგინოს. ასეთ პირს მისი მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება