დავით მათიკაშვილი გახარიას პარტიაზე - ამ პარტიის 12 წევრი უკვე პარლამენტის წევრია, უბრალოდ სხდომებზე არ დადიოდნენ - მათი გადაწყვეტილებით, პარლამენტის საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება

ეს ყველაფერი იკითხებოდა კიდეც მოცემულობიდან, როდესაც ჯერ კიდევ დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ, მათმა ბელადმა განაცხადა, რომ შეცდომა იყო საქართველოს პარლამენტში არ შემოსვლა და მანდატებით არ სარგებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას, რომ ბოიკოტს წყვეტენ და პარლამენტში შედიან.

მისი თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ რეალურ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვება ვინმე.

მათიკაშვილის ვარაუდით, გიორგი გახარიას პარტია, „ალბათ უკვე ახლოდან, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში პარლამენტში იმ სურვილებს და მიზნებს გააჟღერებენ, რაც უცხოეთიდან გარე ძალებს აქვთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“.

„ამ პარტიის 12 წევრი უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი გახლავთ, ისინი უბრალოდ სხდომებზე არ დადიოდნენ. ეს ყველაფერი იკითხებოდა კიდეც მოცემულობიდან, როდესაც ჯერ კიდევ დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ, მათმა ბელადმა განაცხადა, რომ შეცდომა იყო საქართველოს პარლამენტში არ შემოსვლა და მანდატებით არ სარგებლობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საპარლამენტო ცხოვრება თავისი რეიტინგით გრძელდება. ვნახეთ, წინა მოწვევის პარლამენტში არამხოლოდ გახარიების პარტია, არამედ სხვა რადიკალების მონაწილეობაც. მათ თითი თითზე საკანონმდებლო საქმიანობაში არ დაუდიათ. არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რაიმე ფორმით თავი პოზიტიურად დაემახსოვრებინათ საკანონმდებლო საქმიანობაში. ამიტომ, არც ამ ეტაპზე გვაქვს იმედი, რომ რეალურ საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვება ვინმე, თუმცა ისინი ალბათ უკვე ახლოდან, საპარლამენტო მანდატის ფარგლებში პარლამენტში იმ სურვილებს და მიზნებს გააჟღერებენ, რაც უცხოეთიდან გარე ძალებს აქვთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების პარლამენტში შესვლით პარლამენტის საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება.

„ტყუილში და ღალატში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რადიკალები. იყო მზაკვრული შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მცდელობა, მოეხდინათ დელეგიტიმაცია იმ პარლამენტის საქმიანობის, რომელსაც მილიონ 120 ათას ადამიანზე მეტმა დაუჭირა მხარი. ეს ყველაფერი და ეს ღალატიც ჩავარდა. ისევე, როგორც გახარიას გაქცევა პარტიიდან, ეს ღალატიც ჩავარდა და ის შედეგები ვერ გამოიღო, რა მიზნითაც გათვალისწინებული იყო. ახლა თუ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო ტრიბუნა და მანდატები გამოიყენონ, ეს არის მათი საქმე, ამით არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება პარლამენტის საქმიანობას. ქვეყნის აღმშენებლობის დემოკრატიული გზა გაგრძელდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამით პარტიის მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმი დასრულებულია.XI მოწვევის პარლამენტში პარტია "გახარია საქართველოსთვის" 12 უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატის ადგილმონაცვლე შედის. ადგილმონაცვლე დეპუტატები არიან: - გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო