ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენაზე BAG-ში ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტის კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა, ამჯერად BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენას გაეცნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მმართველ ორგანოებსა და მათ ურთიერთ დაქვემდებარებაზე, ისევე როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, განხორციელებულ საკანონმდებლო დაახლოებაზე.

ტრენინგის მონაწილეებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების კოორდინაციის არსებულ მექანიზმებზე, ასევე საუბარი შეეხო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და პროცედურებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ჩვენი დანიელი პარტნიორების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შრომის ბაზრის განვითარება. ტრენინგის შედეგად, მონაწილეები დამოუკიდებლად შეძლებენ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პროცედურების დაგეგმვას, რაც მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მზაობისა და ინფორმირებულობისთვის. ვფიქრობთ, დანიელ პარტნიორებთან BAG-ის თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“.- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება