ლევან მახაშვილი - ელინა ვალტონენი ევროპელ ჯო უილსონად ყალიბდება

საქართველოსთან დაკავშირებით არაფერ განსაკუთრებულს არ ველით გარდა იმისა, რაც წინა წლებში გვინახავს - ტრადიციულად, კრიტიკული და რეალობიდან მოწყვეტილი განცხადებები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მახაშვილმა ცალკეულ ევროპარლამენტარებს ურჩია, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარს თავი დაანებონ.

მისივე თქმით, „რომელმა უცხოელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველი ხალხის სახელით ესაუბრა, ზოგი პენსიაზე გავიდა და ზოგმა დაკარგა თავისი მანდატები ადგილობრივ არჩევნებზე“.

„ჩვენც გულისყურით დავაკვირდებით ამ მინისტერიალს, რადგან ზოგადად ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე ევროკავშირი, ვინაიდან მას აქვს გეოპოლიტიკური შედეგები, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ამიტომ, დიდი ინტერესით ვაკვირდებით ამ მინისტერიალს. საქართველოსთან დაკავშირებით არაფერ განსაკუთრებულს არ ველით გარდა იმისა, რაც წინა წლებში გვინახავს - ტრადიციულად, კრიტიკული და რეალობიდან მოწყვეტილი განცხადებები. ალბათ, ასე დასრულდება საბჭო, სავარაუდოდ. რაც შეეხება ცალკეული პირების მხრიდან საქართველოსადმი გაკეთებულ განცხადებებს, ყველას ვურჩევ, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარს თავი დაანებონ, რომელმა უცხოელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველი ხალხის სახელით ესაუბრა, ზოგი პენსიაზე გავიდა და ზოგმა დაკარგა თავისი მანდატები ადგილობრივ არჩევნებზე. ეს უპირველეს ყოვლისა მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არ დგანან სწორ მხარეს, საღად ვერ აფასებენ ზოგადად მიმდინარე მოვლენებს”, - განაცხადა მახაშვილმა.

მახაშვილმა უპასუხა შეკითხვას, ელოდება თუ არა კრიტიკას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის მხრიდან, მათ შორის მისთვის საქართველოში გზის გადაკეტვისთვის ჯარიმის ნაწილში.

მისი თქმით, ელინა ვალტონენი ევროპელ ჯო უილსონად ყალიბდება.

„დააყენოს [საკითხი]. რა უნდა თქვას, არ ვიყავი გადაკეტილ რუსთაველზე, არ ვმონაწილეობდიო? რა მიზეზი უნდა დაასახელოს? რასაც ვაკვირდებით არის ის, რომ ელინა ვალტონენი ევროპელ ჯო უილსონად ყალიბდება. ადამიანად, რომელიც პირადი ინტერესების საფუძველზე მზად არის, პოლიტიკურ მანიპულაციებად აქციოს ორმხრივი ურთიერთობები“, - განაცხადა მახაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება