„ფორმულა“ - ჟურნალისტების დევნას განვიხილავთ შეტევად დამოუკიდებელ მედიაზე, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა - მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა ფასი გადაიხადოს

მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დაკავების შემდეგ გაავრცელეს.

მათი თქმით, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავება, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ შეტევად განიხილება.

„დღეს, 20 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ დააკავა „ფორმულას“ კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. მიზეზი, სავარაუდოდ, აქციაში მონაწილეობაა. გუშინ რეჟიმის სასამართლომ ანალოგიური საბაბით 6 დღით საპატიმროში ჩასვა „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია.

„ფორმულა“ ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა.

მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება