გიორგი სიორიძე - „ქართული ოცნება“ აწარმოებს საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა ევროკავშირმა შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობის ფორმატი ჩვენს ქვეყანასთან

საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებმაც კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვერ იქნება ვერავინ, სანამ ივანიშვილს ძალაუფლება აქვს მიტაცებული, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, რათა ევროკავშირმა შეწყვიტოს ქვეყანასთან ყოველგვარი თანამშრომლობა.

„რეჟიმმა დაიწყო რეპრესიების ახალი ეტაპი, რომლის მსგავსი ჩვენ მხოლოდ საბჭოთა საქართველოდან გვახსოვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით ევროპული საბჭოს სხდომას, ამ დროს, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იღებს ამ დრაკონულ, რეპრესიულ კანონმდებლობას და შემდეგ მას აღასრულებს იმ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც დაუღალავად იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, არის მკაფიო სიგნალი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აწარმოებს საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რათა ევროკავშირმა შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობის ფორმატი ჩვენს ქვეყანასთან. „ქართულ ოცნებას“ სურს საბჭოთა საქართველოს დაბრუნება ამ ქვეყანაში და ვფიქრობ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებმაც კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვერ იქნება ვერავინ, სანამ ივანიშვილს ძალაუფლება აქვს მიტაცებული“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის