გრიგოლ გეგელია - ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა მკაფიო და სამწუხარო დასტურია იმის, რომ გერმანია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვის ფაზაშია

ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა მკაფიო და სამწუხარო დასტურია იმის, რომ გერმანია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვის ფაზაშია - მასთან ურთიერთობების გაჩანაგება კლასიკური „ქოცური“ ხელწერაა, რაც ამავე დროს, რუსულ დავალებას წარმოადგენს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის თაობაზე გერმანიის საგარეო სამინისტროს გადაწყვეტილება შეაფასა.

გეგელიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო და საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწიეს“.

„ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა ყველაზე მკაფიო და ძალიან სამწუხარო დასტურია იმისა, რომ გერმანია პრაქტიკულად, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვის ფაზაშია. ეს არის საქართველოს დე-ფაქტო რეჟიმის, ამ ტერორისტული დაჯგუფების, „ქართული ოცნების“ ქმედებების პირდაპირი დამსახურება. მათ შეძლეს შეუძლებელი და საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწიეს. ეს ძალიან მძიმედ აისახება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის საერთოდ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე. გერმანია, ბუნებრივია, არის ევროპული კავშირის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორი თავისუფალი, სუვერენული, სტაბილური საქართველოს დაცვის საქმეში. მასთან ურთიერთობების ასეთი გაჩანაგება არის ის კლასიკური „ქოცური“ ხელწერა, რაც ამავე დროს, რუსულ დავალებას წარმოადგენს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ამასთან, გეგელია გამოეხმაურა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმდინარე შეხვედრას, რომელზეც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

„საგარეო მინისტერიალი, ბუნებრივია, ყველა იმ მოვლენაზე იმსჯელებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება. ეს არის უაღრესად სამწუხარო მომენტი, როდესაც ევროპული კავშირის საგარეო მინისტრები მსჯელობენ არა იმაზე, თუ როგორ მისცენ საქართველოს შემდგომი პერსპექტივა, როგორ გააღრმაონ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოსთან, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური კუთხით. ამის მაგივრად, მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაჩერდეს ყველა ტიპის თანამშრომლობა ქართულ სახელმწიფოსთან, რადგანაც რეჟიმი სახელმწიფოს არის დაპატრონებული. ასევე, ნაცვლად დემოკრატიული მთავრობისა, რეალურად, დღეს, ამ სახელმწიფოს დე-ფაქტო რეჟიმით მართავს ტერორისტული, კრიმინალური ბანდფორმირება, სახელწოდებით „ქართული ოცნება“. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს“,- განაცხადა გეგელიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის