იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოადგილეს, ნაჟატ შამემ ხანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მხარეებმა განიხილეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს საქმის, კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების ფარგლებში მხარეთა თანამშრომლობისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები.

პროკურორის მოადგილემ და იუსტიციის მინისტრმა ისაუბრეს სასამართლოს მიერ გაცემულ დაპატიმრების ორდერებზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვერპლთა ინტერესების დაცვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საქმეზე სასამართლოსთან ეფექტიანი და გამჭვირვალე თანამშრომლობის აუცილებლობას, რომის სტატუტით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. საუბარი ასევე შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომლითაც 29,000-ზე მეტი დაზარალებულისთვის 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაცია დადგინდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - მერაბ ტურავა, ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე და ლანა მორგოშია, ასევე, ICC-ის დელეგაციის წევრები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება