გრიგოლ გეგელია გახარიას პარტიაზე - ეს გახარიას და მისი გუნდის გადაწყვეტილებაა, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდანვე განსხვავებული იყო - ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ გვქონია და არც გვექნება

[პარლამენტში შესვლა] გახარიას და მისი გუნდის გადაწყვეტილებაა, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდანვე განსხვავებული იყო - ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ გვქონია და არც გვექნება,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პარტია წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს და პარლამენტში შედის.

გეგელიას თქმით, მისი პარტია ვერ ხედავს „არალეგიტიმურად შეკრებილ ორგანოში ყოფნის აზრს“.

„ბუნებრივია, ეს არის გახარიასა და მისი გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება თავიდანვე განსხვავებული იყო. ჩვენ ჩავხსენით მანდატები, საქართველოს პარლამენტი დავტოვეთ. შესაბამისად, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია. ამ მოწვევის პარლამენტთან არავითარი შეხება არ გვქონია და არც გვექნება.

რაც შეეხება მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინტერესები დაცული და წარმოდგენილი იყოს ადგილობრივ დონეზე. არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელმაც შექმნა ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომელიც ასამართლებს საქართველოს თანამედროვე ისტორიას და რომელიც არალეგიტიმურად შეკრებილი ორგანოა, ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ ორგანოში ყოფნის რაიმე აზრს“,- განაცხადა გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს