მეორე შანსი პროთეზულ ქირურგიაში: ინფექციის მკურნალობისა და რევიზიული ოპერაციების მნიშვნელოვანი გამოცდილება

ოსტეოართრიტის ან რევმატიული დაავადებების დროს ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, როგორც წესი თეძოსა და მუხლის პროთეზირება გამოიყენება. აღნიშნული ქირურგიული ჩარევები პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიარონ, გამოიყენონ კიბე და იცხოვრონ დამოუკიდებლად. მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურმა წინსვლებმა თავისმხრივ პროთეზის სიცოცხლისუნარიანობაც 20-30 წლით გაზარდა და ამდენად, მილიონობით პაციენტი ყოველწლიურად მიმართავს პროთეზულ ქირურგიას.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ტიპის წარმატებული ოპერაციებიც კი ზოგჯერ გარკვეული რისკის მატარებელია - პროთეზული ინფექციების თვალსაზრისით, რასაც თავის მხრივ შესაძლოა მძიმე გართულებებიც მოჰყვეს. ხსენებული ინფექციები, სტატისტიკურად 100 პაციენტიდან 1-3 პაციენტს ემართება, იწვევს გამოჯანმრთელების შეფერხებას, პროთეზი კი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. სწორედ ამიტომ, ასეთ დროს გამოჯანმრთელებისათვის რევიზიული (განმეორებითი) ოპერაცია და დარგში სპეციალიზებული გამოცდილი სამედიცინო პერსონალი გადამწყვეტი როლის მქონეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ოპერაცია წარმატებული არ აღმოჩნდა ან ადგილი აქვს ინფიცირებას.

პროთეზული ინფექციების გამომწვევი რისკ ფაქტორები

პროთეზული ინფექციები კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს, მათ განვითარებაში კი გადამწყვეტია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც უშუალოდ პაციენტს, ისე თვითონ ქირურგიულ ჩარევას:

პაციენტთან დაკავშირებული ფაქტორები: უკონტროლო დიაბეტი და დღის მანძილზე 1 შეკვრაზე მეტი თამბაქოს მოხმარება, შესაძლოა 2-3 ჯერ ზრდიდეს ინფიცირების რისკებს, რაც შეესაბამება 4-5%. შესაბამისად, ოპერაციამდე პერიოდის ოპტიმიზაცია მსგავსი რისკ ფაქტორების შესამცირებლად ძალზედ მნიშვნელოვანია. სხვა მხრივ რისკ ფაქტორებზე ასევე მოქმედებს პაციენტის იმუნური სისტემა, ზოგადი ჯანმრთელობის ფონი და სხვა ქრონიკული დაავადებები.

ქირურგიული პროცესი და ჰოსპიტალური გარემო: პოსტოპერაციული ინფექციების განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა ისეთი გარემოებებიც როგორიცაა საოპერაციო ოთახის კარების შეღების რაოდენობა და გამოყენებული ქირურგიული ხელთათმანების რაოდენობა. ინფიცირების რისკებს ზრდის არსათანადო ჰოსპიტალური პირობები ან სტერილიზაციის ხარვეზებიც. რისკების გამომწვევი მნიშვნელოვანი როლი აქვს ასევე არამიზნობრივ ან საჭიროების გარეშე მიღებულ ანტიბიოტიკებსაც, რადგანაც ანტიბიოტიკების სამედიცინო ჩვენების გაღეშე მიღებამ შესაძლოა შენიღბოს საშუალო სიმძიმის ინფექცია, ბაქტერია რეზისტენტული გახადოს და მოგვიანებით მოგვევლინოს, როგორც მძლავრი ინფექცია, რომლის მართვაც ძალიან რთული იქნება.

ახალი მიკრო ორგანიზმები: სამედიცინო სფეროში ცნობილია პროთეზული ინფექციები, რომლებსაც ცნობილი მიკრო ორგანიზმების გარდა, ასევე უცნობი მიკრო ორგანიზმები იწვევენ. ასეთ შემთხვევაში დიაგნოსტირება და ინფექციის მკურნალობა კიდევ უფრო რთული ხდება.

პროფესორი დოქტ. ჯავად პარვიზი და მისი მნიშვნელოვანი გამოცდილება რევიზიულ ქირურგიაში

პროთეზული ქირურგიის წარმატება, პროთეზის მხოლოდ პირველადი სწორი განთავსებით არ სრულდება. ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს პირველადი ოპერაციის შემდგომ წარმოქმნილი, ისეთი გართულებების მართვა, როგორიცაა პერიპროთეზული სახსრის ინფექცია (PJI). აღნიშნულ დარგში მსოფლიოში ცნობილი ექიმია Acıbadem-ის უნივერსიტეტის სახსრების სამკურნალო საერთაშორისო ცენტრის (IJC) პროფესორი, დოქტ. ჯავად პარვიზი.

დოქტ. პარვიზის რეპუტაცია შედეგია მის მიერ წარმატებით ჩატარებული, მუხლისა და თეძოს როგორც პირველადი ოპერაციებისა, რომელსაც იგი მინიმალურად ინვაზიური ტექნიკით ატარებს, ასევე მის მიერ ასეთივე წარმატებით ჩატარებული რევიზიული ოპერაციებისაც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, როგორც წესი პაციენტებს უკვე ჩატარებული აქვთ ოპერაცია სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, თუმცა შედეგებით უკმაყოფილონი არიან და ინფექციისა თუ სხვა გართულებების სამკურნალოდ დოქტ. პარვიზსს მიმართავენ. რევიზიული ქირურგია პირველად ოპერაციაზე გაცილებით კომპლექსურია, ვინაიდან წინასწარ შეუძლებელია კონკრეტული გართულებების განჭვრეტა, რაც თავის მხრივ ექიმის დიდ გამოცდილებას საჭიროებს. სწორედ ამიტომაც, პროთეზებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად პროფესორ დოქტ. პარვიზსა და მის გუნდთან მკურნალობის მიზნით, პაციენტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან სტამბულში.

დოქტ. პარვიზი გახლავთ მეცნიერი, რომელსაც ორთოპედიული ქირურგიის სფეროში 700-ზე მეტი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. იგი ხელმძღვანელობს საერთაშორისო კონსენსუსის შეხვედრებს პროთეზულ ინფექციებთან დაკავშირებით. ახლახანს მან ინფექციის რისკების შესამცირებელი ახალი გზამკვლევი შეიმუშავა და მენტორობა გაუწია მესამე საერთაშორისო ორთოპედიული ინფექციების კონსენსუსის შეხვედრას, რომელსაც მთელი მსოფლიოდან 1200 სპეციალისტი ესწრებოდა.

რატომ უნდა აირჩიოთ Acıbadem-ის სახსრების სამკურნალო საერთაშორისო ცენტრი (IJC)?

იმართება რა მსოფლიოში ცნობილი ექსპერტის პროფესორი დოქტ. ჯავად პარვიზის მიერ, პროთეზული ქირურგიის სფეროში IJC-ი წარმოადგენს უმაღლესი დონის ცენტრს, როგორც ინფექციის, ასევე რევიზიული შემთხვევების სამკურნალოდ.

ცოდნა და გამოცდილება: IJC-ი ფლობს მნიშვნელოვან გამოცდილებას არამხოლოდ პირველადი პროთეზული ქირურგიის კუთხით, არამედ ყველაზე დიდი გამოწვევის - რევიზიული ქირურგიის და პროთეზული ინფექციების მკურნალობის მიმართულებითაც. პროფესორი დოქტ. პარვიზი და მისი გუნდი უახლეს სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე რთულ შემთხვევებსაც მოუნახავენ გამოსავალს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგია და ინსფრასტრუქტურა: Acıbadem-ის თანამედროვე საავადმყოფო და საოპერაციო ოთახის პირობები სპეციალურად ინფიცირების რისკის შესამცირებლადაა შექმნილი. ოპერაციისას გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს პროთეზის სწორად განთავსებას, მექანიკური შეცდომის რისკის იმთავითვე შემცირებით.

მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინა: ყველა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროტოკოლი, რომელსაც IJC-ში ვიყენებთ დაფუძნებულია თანამედროვე სამეცნიერო კვლევასა და საერთაშორისო კონსენსუსის გადაწყვეტილებებზე. ყოველი ნაბიჯი, დაწყებული პოსტოპერაციული ლეიკოციტოზის სწორი იდენტიფიცირებით, დასრულებული ინფექციის სათანადო ანტიბიოტიკებით მკურნალობით, საგულდაგულოდ იგეგმება პაციენტის უსაფრთხოებისა და საუკეთესო გამოსავლის მისაღებად.

იმ პაციენტთათვის, რომლებსაც პირველადი ან რევიზიული პროთეზირების ოპერაცია ესაჭიროება, სწორი ცენტრისა და ქირურგის შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. Acıbadem-ის სახსრების სამკურნალო საერთაშორისო ცენტრი, პროფესორი, დოქტ. ჯავად პარვიზისა და მისი გამოცდილი გუნდის ხელმძღვანელობით პაციენტებისათვის, ყველაზე მძიმე შემთხვევებშიც კი იმედისა და მეორე შანსის წყაროს წარმოადგენს.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ. 156, ტელ: 0422 223000

ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ.2

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 60, ტელ: 0431 258500

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო