ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირის, LOPOTA CUP 2025 გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირის, LOPOTA CUP 2025-ის 4-დღიანი თამაშების შემდეგ - გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კაცთა შორის :

  1. პირველი ადგილი: ზვიად კალმახელიძე

მეორე ადგილი: გიორგი მარგვე­ლაშვილი

ქალთა შორის:

  1. პირველი ადგილი: ანა რამაზაშვილი
  2. მეორე ადგილი: ია სალუქვაძე

წყვილთა თანრიგი (Pro-Am)

  1. პირველი ადგილი: ნოდარ ითონიშვილი / ლუკა სახვაძე
  2. მეორე ადგილი: გიორგი ჯავახიშვილი / თემურ შენგელია

LOPOTA CUP 2025-ის - 35 000 ლარიანი საპრიზო ფონდი სხვადასხვა თანრიგის პირველი და მეორე ადგილების მფლობელებზე გადანაწილდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ სპეციალურად ამ ტურნირისთვის შექმნილი თასებით. ფინალისტებს ფულად პრიზთან ერთად სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრებიც გადაეცათ.

LOPOTA CUP 2025 -მა ჩოგბურთის მოყვარულები ტრადიციულად ლოპოტა სპა რეზორტის კორტებზე გააერთიანა. ტურნირს წელს მაღალი დაინტერესება მოჰყვა და 100-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა.

ტურნირის მიზანია ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. ტურნირი ლოპოტას მნიშვნელოვან და ტრადიციულ ღონისძიებებს შორისაა. Lopota Cup-ი წლების წინ, ლოპოტას დამფუძნებლის გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. თამაშებს ლოპოტა პროფესიონალურ დონეზე მოწყობილ ჩოგბურთის კორტებზე მასპინძლობს. LOPOTA CUP 2025-ის ტურნირის გენერალური სპონსორები არიან: სარაჯიშილი და იდეა სითი. ტურნირის სპონსორები არიან: World Class Georgia, მაიზენი, პორშე ცენტრი თბილისი, Sun Factory TBS, წყალი ბაკურიანი, შატო ბუერა.

ტურნირის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: Forbes Georgia, რუსთავი 2 , მარკეტერი, მედია ჰოლდინგი პალიტრა , Georgia Today და Lifestyle Art Magazine

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება