ელენე ხოშტარია - გააზრებულ მონობას დროებითი დისკომფორტი, პატიმრობა  განუზომლად ჯობია

ჩვენ შეიძლება ზოგჯერ შეგვეშინდეს, ეს ადამიანურია; ზოგჯერ დავიღალოთ ან სევდა შემოგვაწვეს და ესეც ადამიანურია, მაგრამ სწორედ ამის დაძლევა და წინ წასვლაა ბრძოლა, რომლის საოცარი უნარი ხალხმა უკვე აჩვენა. სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს! ბოლომდე! , - ამის შესახებ „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საპატიმროდან წერილში წერს.

ხოშტარიას თქმით, ადამიანი თავისუფლებას მაშინ კარგავს, როდესაც სრულიად უსამართლო, აბსურდულ წესებს, ანუ უკანონობას აღიარებს და ემორჩილება.

„ჩვენ რომც თავი მოვიტყუოთ და დავიჯეროთ, რომ ნიღბის ტარება დანაშაულია, რუსთაველზე მშვიდობიანად გამოსვლა დანაშაულია, დარბეული ადამიანებისთვის აირწინაღის შეძენა დანაშაულია, ფლომასტერით ბანერზე სიმართლის დაწერა დანაშაულია - მაშინ საკუთარი ნებით უნდა ვთქვათ უარი თავისუფლებაზე. ეს გააზრებული მონობაა. გააზრებულ მონობას კი დროებითი დისკომფორტი (პატიმრობა) განუზომლად ჯობია.

კიდევ ერთი იდეა, რომლის მნიშვნელობასაც „ქოცი“ ვერ იგებს - სოლიდარობაა. მარტოობა არა საკანში ყოფნა, არამედ თანაგრძნობის არარსებობაა, ადამიანებთან შინაგანი კავშირის გაწყვეტაა. ჩვენ, მოქალაქეებს, მთავრობა თანაგრძნობისთვის არ გვჭირდება. მათ სჭირდებათ თანაგრძნობის უნარი, რომ ადამიანებად იგრძნონ თავი. როდესაც არ გაქვს უნარი სოლიდარობით გამოწვეული სიხარული შეიგრძნო, სამუდამოდ უბედური ხარ.

ჩვენ შეიძლება ზოგჯერ შეგვეშინდეს, ეს ადამიანურია; ზოგჯერ დავიღალოთ ან სევდა შემოგვაწვეს და ესეც ადამიანურია, მაგრამ სწორედ ამის დაძლევა და წინ წასვლაა ბრძოლა, რომლის საოცარი უნარი ხალხმა უკვე აჩვენა. სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს! ბოლომდე!

პ.ს. ნინო სვანიძე, მიყვარხარ, შე, მაგარო! „- განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებას „დროა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება