„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

21 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 21 ოქტომბერს, საღამოს 20:00 საათიდან, 22 ოქტომბრის დილის 9:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, აღმაშენებლის, ჭიაურელის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, გელოვანის, იასამნის, თოფურიას და მიმდებარე ქუჩებს, დიღომი 7-ის და ვაშლიჯვარის დასახლების ნაწილს. ვაჟა-ფშაველას I, II III ,IV, V, VI, VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N1-10, ნუცუბიძის, ქავთარაძის, ყაზბეგის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ე. მინდელის და მ. ასათიანის ქუჩების ნაწილს. დელისის I, II, III ქუჩებს, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, გურიელის, ნადარეიშვილის, იოველ ჯებაშვილის მეგრელიძის, გაზაფხულის, ნადირაძის, პოკასოს, უნივერსიტეტის ქუჩა N24, თავხელიძის, გელოვანის და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში:წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხადგვერდისა და რეაქტორის ქუჩებს, ქალაქ მცხეთას, წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, სოფელ ნატახტარსა და წიწამურს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო