კაია კალასი აცხადებს, რომ რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხების შესახებ შეხვედრაზე საქართველო მინისტრების დონეზე მიწვეული არ ყოფილა

რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხების შესახებ შეხვედრაზე საქართველო მინისტრების დონეზე მოწვეული არ ყოფილა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, მიწვეული იყო თუ არა საქართველო უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხების შესახებ მინისტერიალზე, რომელშიც შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, კაია კალასმა უპასუხა:

„საქართველო მინისტრების დონეზე მოწვეული არ ყოფილა“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება