კაია კალასი - ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ

ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა იმ წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ლუკა ხაჩიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

შეკითხვაზე, “პოლიტიკური რეპრესიების, პოლიტიკური პატიმრების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არსებული რეპრესიების ფონზე კვლავ განიხილავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას”, კაია კალასმა უპასუხა, რომ „შეხვედრაზე აღნიშნული საკითხები წევრმა სახელმწიფოებმა წამოაყენეს“.

„სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის სივრცე მართლაც ვიწროვდება. ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა იმ წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ. რაც შეეხება შეკითხვას საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ, რომ ის ევროკავშირის წევრი გახდეს, მსგავსი ზომებით შეუძლებელი იქნება ასე ჩაითვალოს. ეს სრულიად საპირისპიროა იმ ყველაფრისგან, რასაც ევროპა წარმოადგენს“, - განაცხადა კალასმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს