დონალდ ტრამპი - პუტინს და ზელენსკის ერთმანეთი ყველაფერზე მეტად სძულთ, რაც საქმეს ოდნავ ართულებს

პუტინსა და ზელენსკის ერთმანეთი ნამდვილად სძულთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზესთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, „კიდევ ერთი ომი აქვს დასასრულებელი“.

„ეს რუსეთი და უკრაინაა და ვფიქრობ, ამას დავასრულებთ, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ეს ორი ლიდერია, რომელთაც ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. მათ ერთმანეთი ყველაფერზე მეტად სძულთ და ეს საქმეს ოდნავ ართულებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება შეუძლია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არასდროს უთქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ“, თუმცა გამარჯვება შეუძლიათ.

„არ ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ მათ გამარჯვება ჯერ კიდევ შეუძლიათ. მე არასდროს მითქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მე ვთქვი, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ომი უცნაური რამ არის და ბევრი ცუდი რამ ხდება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია