ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.

ჟურნალისტს შსს გზის გადაკეტვას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ყველაზე მკაცრი სახდელის - ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მას მიაჩნდა, რომ არ უნდა გამოყენებულიყო სიტყვიერი გაფრთხილება. ამასთან, მათი მტკიცებით, სასამართლოს კანონიერად შეუძლია ქეთა ციცქიშვილის დაპატიმრება, მიუხედავად იმისა, რომ ციცქიშვილი მცირე წლოვანი შვილის დედაა, რადგან ციცქიშვილის შვილს 3 ოქტომბერს შეუსრულდა 12 წელი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში მშობლის ადმინისტრაციული წესით პატიმრობა დასაშვებია.

შსს-ს წარმომადგენლის ამ არგუმენტაციას, თავად ჟურნალისტმა ასე უპასუხა:

“არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ ამ ქალბატონმა იმდენჯერ ახსენა ჩემი შვილი, რომ მინდა ვუთხრა, რომ იქ შვილისთვის ვიდექი. არ ვიცი შენ გყავს შვილი თუ არა, მაგრამ მე, იქ, შენი შვილისთვისაც ვდგავარ”,- მიმართა ჟურნალისტმა შსს-ს წარმომადგენელს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი