Amnesty International - საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს

საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს, - ამის შესახებ Amnesty International-ის განცხადებაშია ნათქვამი.

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი „საქართველოში დაკავებების ახალ ტალღას ეხმაურება, სადაც პოლიციამ საზოგადოებრივ შეკრებებთან დაკავშირებით მიღებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ათობით დემონსტრანტი დააკავა“.

„აღნიშნული დაკავებები ხაზს უსვამს რეპრესიების მწვავე ტენდენციებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით საპროტესტო აქციებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესონ, ახალი ცვლილებები სცდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს. მშვიდობიანმა შეკრებამ შესაძლოა დროებით შეაფერხოს მოძრაობა, მაგრამ ეს არ ამართლებს დაშლას ან დაკავებას და აღნიშნული არაძალადობრივი საპროტესტო აქტივობის დროს უკანასკნელი ზომა უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დემონსტრანტები დაშინებითა და დასჯის მეშვეობით გააჩუმოს“.

„ხელისუფლებამ ყველა ის ადამიანი უნდა გაათავისუფლოს, ვინც მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების გამოყენებისთვის დააკავეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს