„ეიპიემ ტერმინალ ფოთმა“ წარმატებული მასწავლებლები დააჯილდოვა

ფოთში, ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ადგილობრივი სკოლების პედაგოგები დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით, კომპანიის მიერ გამოვლინდა და დაჯილდოვდა სამი საუკეთესო პედაგოგი: ანჟელა ვლასენკო, ირმა ჯანელიძე, ანა ალფაიძე სოციალურ აქტივობებში, ინკლუზიურ განათლებაში, გარემოს დაცვასა და STEM მიმართულებით გამორჩეული აქტივობებისთვის.

„მასწავლებლები ჩვენი მომავლის არქიტექტორები არიან. თქვენი წვლილი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაში ფასდაუდებელია. თქვენ მხოლოდ საგნებს არ ასწავლით, თქვენ ხელს უწყობთ ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბებას ღირსეულ მოქალაქეებად.

ჩვენი კომპანიისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება. სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებით, ვცდილობთ, მათ გავუღვივოთ ინტერესი პორტთან დაკავშირებული პროფესიების მიმართ და შევთავაზოთ საინტერესო კარიერული შესაძლებლობები“, - განაცხადა „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან რიოდერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება