სომხეთის ქალაქ გიუმრის მერის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

სომხეთის ქალაქ გიუმრის მერის, ვარდან ღუქასიანის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, კიმა ავდალიანმა რუსულ მედიას განუცხადა.

მანამდე, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გიუმრის მერიაში გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე „მასობრივ არეულობებში მონაწილეობის“, „თანამდებობის პირის კანონიერ საქმიანობაში ჩარევის“ და „მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევის“ მუხლებით აღიძრა.

„მასობრივ არეულობებში მონაწილეობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში 33 ადამიანი დააკავეს“, - განაცხადა ავადალიანმა.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა ქალაქ გიუმრის მერი, ვარდან ღუქასიანი გუშინ დააკავეს. მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. დაკავებას წინ უძღოდა მერიის შენობასთან ვარდან ღუქასიანის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება