რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - არ შეიძლება ის გადაიდოს, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა - სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ არ შევთანხმებულვართ

სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის შეხვედრის ჩატარების შესახებ შეთანხმება არ ყოფილა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის დაგეგმილი შეხვედრა დროებით გადაიდო.

„არ შეიძლება ის გადაიდოს, რის შესახებაც შეთანხმება არ ყოფილა. ის, რაც გუშინ ზოგიერთმა დასავლურმა წყარომ დაწერა, ჩვენ არ დაგვიდასტურებია. მსგავსი კონტაქტის ვადებისა და ადგილმდებარეობის შესახებ შეთანხმება არ გვქონია“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, „შეხვედრის ჩატარების იდეა არსებობს“.

„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ, ასეთ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ის მომზადებას მოითხოვს. სწორედ ამით ვართ დაკავებული და გუშინ მინისტრმა სახელმწიფო მდივანთან ეს საკითხი განიხილა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს