მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, საგარეო პოლიტიკა, ის გარდაიცვალა

საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, საგარეო პოლიტიკა, ის გარდაიცვალა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში, მის გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილის თქმით, ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია

„საქართველოს ჰქონდა საგარეო პოლიტიკა გამსახურდიას დროს, ბევრად მეტი შევარდნაძის პრეზიდენტობისას, ჩემ დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ.

ახლა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეფასება შეუძლებელია - რაც არ არსებობს, იმას ვერ შეაფასებ. შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სიკვდილის კონსტატირება.

საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს სსრ-ს ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის განთავსებული იყო მაშინდელი პლეხანოვის ძველებური შენობის რამდენიმე ოთახში. მინისტრს ერქვა გოგი ჯავახიშვილი.

როგორც კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სტუდენტმა, მეც გავიარე ორთვიანი სტაჟირება იქ. სტაჟირების დროს დავრწმუნდი, რომ სამინისტრო საერთოდ არაფერს აკეთებდა.

დღესაც, საქართველოს, როგორც მაშინ, აქვს საგარეო საქმეთა უწყება, რომელიც უფრო დიდ ძველებურ შენობაში იმყოფება და როგორც მაშინ, ის არაფერს აკეთებს.

საქართველოს აღარ გააჩნია სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი, საგარეო პოლიტიკა, ის გარდაიცვალა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს