ირაკლი კირცხალია - ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე - შანტაჟის ენა, სამწუხაროდ, ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება

ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე - შანტაჟის ენა, სამწუხაროდ, ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერების მხრიდან 4 ოქტომბრის მოვლენებზე არაფერი თქმულა და „ეს დუმილი ძალიან ხმამაღალი სიტყვაა“

„ყველაზე მთავარი არის კვლავ დუმილი იმ ძალადობასთან მიმართებით, რომელიც არა ერთხელ ვიხილეთ დედაქალაქის ქუჩებში, განსაკუთრებით, 4 ოქტომბერს, როდესაც იყო გადატრიალების და ე.წ. დამხობის მცდელობა. ისევ ის დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელსაც სამწუხაროდ, ვხედავთ დღევანდელი ბრიუსელის გარდა, ევროკავშირის ლიდერებისგან. არაფერი არ თქმულა ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება-არშეჩერების თემას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, რომ ეს არის პირდაპირ მათ ხელში შანტაჟის იარაღი. ხოლო შანტაჟის ენა, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, დღეს ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული. ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება. კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, რომ საქართველო და ქართველი საზოგადოება არ ექვემდებარება შანტაჟს და ეს ძალიან კარგად იციან. ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ნახეს, რომ რეალურად, ჩვენ შანტაჟს ნამდვილად არ ვექვემდებარებით. რა თქმა უნდა, ჩავარდა კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ამ ე.წ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე“, - განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება